ასოციაცია “სკოლა – ოჯახი – საზოგადოება” არასამთავრობო, არაპოლიტიკური ორგანიზაციაა.

ის ემსახურება საზოგადოებრივ და პედაგოგიურ ძალთა გაერთიანებას ისეთი სასწავლო-აღმზრდელობითი გარემოს შესაქმნელად, რომელიც ოპტიმალური იქნება ბავშვთა და მოზარდთა შეუფერხებელი ფიზიკური, გონებრივი, სოციალური, სულიერი განვითარებისათვის.

ასოციაცია ზრუნავს წერა-კითხვისა და მეტყველების კულტურის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ყველა ასაკში.

ორგანიზაციის მიზანებია:
ხელი შეუწყოს:
  • სკოლის დემოკრატიზაციას და სისტემურ განვითარებას;

  • სასწავლო დაწესებულებების პედაგოგების, მმართველების, მწვრთნელების და კონსულტანტების პროფესიულ განვითარებას;

  • მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და საზოგადოების წევრთა ინიციატივების აქტიურ მხარდაჭერას სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გაუმჯობესებისათვის;

  • თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში;

  • სამეცნიერო-მეთოდურ კვლევას და შესაბამისი გამოცდილების დანერგვას სასწავლო დაწესებულებებში;

  • უწყვეტი სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დანერგვას;

  • სახელმწიფო ენაზე წერა-კითხვის გავრცელებას არაქართულენოვან მოსახლეობაში;

  • მშობელთა გააქტიურებას და ჩართვას სკოლის ცხოვრებაში;

  • წიგნიერების დონის ამაღლებას;

  • საზოგადოების სამოქალაქო განათლებას.

  •  

 

ორგანიზაციის ისტორია

ა(ა)იპ “სკოლა–ოჯახი–საზოგადოება” როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დაარსდა 2002 წელს. ორგანიზაციის შექმნის წინაპირობას წარმოადგენდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საერთაშორისო პროგრამა კითხვა და წერა კრიტიკულ აზროვნებისათვისRWCT, რომელიც წარმატებით ინერგება 1997 წლიდან (1997–98 წწ. ფონდიღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭრით) დღემდე. აღნიშნული პროგრამა რეგულირდება სერტიფიცირების საერთაშორისო სტანდარტებითა და დადგენილი პროცედურების დაცვით

  •  
ორგანიზაცია "სკოლა–ოჯახი–საზოგადოება" წევრია შემდეგი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და კოალიციების:

წიგნიერების საერთაშორისო ასოციაცია – ILA

განათლება ყველასათვის – საქართველო (EFA–Georgia)

წერა, კითხვა, კრიტიკული აზროვნების საერთაშორისო კონსორციუმი RWCT

აღმოსავლეთის პარტნიორობა – საქართველო აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა

კითხვის გლობალური ქსელი – GRN;

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი